საერთაშორისო კონფერენცია

10 აპრილი 2014

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და ეგიდით 8-9 აპრილს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, რომელიც მიეძღვნა „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებას“.

აღნიშნულ ღონისძიებაში ფართოდ იყო წარმოდგენილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. მათ შორის, საერთაშორისო სტუმრების წინაშე მოხსენებით წარსდგა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი. რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე, მონაწილეებზე და სხვადასხვა ქვეყანასთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა: ,,კონფერენცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენების საჭიროებებს მიეძღვნა, ისევე როგორც ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციები და მოგვეცა საშუალება გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის არსებული გამოცდილება. კონფერენცია გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელძღვანელმა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან  ბატონ ზაზა ხატიაშვილთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ასოციაციის როლის დამკვიდრების და მნიშვნელობის ხაზგასმის კუთხით“.

კითხვაზე თუ რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს  ასოციაციის ამ ეგიდით თანამშრომლობა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა: ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე აქტივობებში. ისევე როგორც, არის წევრი საბჭოს ეგიდით მოქმედი მმართველი საბჭოსი, რაც არის ძალზედ კარგი არეალი ჩვენი ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისათვის და რეგიონში სათანადო ადგილის დამკვიდრების მხრივ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენი ორგანიზაცია სტრუქტურულად და სამართლებრივი რეგულაციების მხრივ ნამდვილად არის განვითარებული ინსტიტუცია, თუმცა მას კიდევ უფრო მეტად სრულყოფა და ევროპულ სტადარტებთან დაახლოება სჭირდება, რაზეც მოქმედი აღმასრულებელი საბჭო დღენიადაგ ფიქრობს და მუშაობს. ჩვენს კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენეული განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის გამოცდილება და დავგეგმეთ შემდგომი ერთობლივი თანამშრომობის გეგმები“.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი